12 სექტემბერი 2026,   16:45
ვრცლად
"ეს არის ხუნდაძის და ივანიშვილის პირადი შურისძიება" - მოძრაობა "გაბედეს" წევრებს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან მიმდინარე აქციისას დაკავებულები, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.

მოძრაობა "გაბედეს" ოთხივე წევრს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. "გაბედეს" წევრები მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და მტკიცებულებების არ არსებობაზე საუბრობენ.

მოძრაობა ”გაბედეს” აქტივისტი ბექა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების არ არსებობის გამო სამართალწარმოების შეწყვეტას ელოდებოდა.

"პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ამტკიცებდნენ როგორ ვიგინებოდით დაკავების დროს, აღმოჩნდა, რომ იქ სულ არ იყვნენ და თავიანთი თავები ვერ ამოიცნეს ვიდეოში. ჩვენ ველოდებოდით, რომ სამართალწარმოება საერთოდ შეწყდებოდა მტკიცებულებების არ არსებობის გამო," - განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტის მიხეილ ქუმსიშვილის თქმით კი, სასამართლოს გადაწყვეტილება დიმიტრი ხუნდაძის და ივანიშვილის პირადი შურისძიებაა.

"ადამიანები, რომლებიც დაზარალებულები ვართ, მოსამართლემ აქეთ გვცნო სამართალდამრღვევებად, რაც არის აბსურდი და ეს არის დიმიტრი ხუნდაძის და ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება" - განაცხადა  მიხეილ ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, მოძრაობა გაბედეს 4 აქტივისტი 2 დეკემბერს დააკავეს, ბრალდებულებს შორის არის შალვა ნათელაშვილის შვილიც.

დღის ამბები