საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა საქართველოში სასამართლო სისტემის პროგრესზე ისაუბრა.
რუდმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა არსებობს შენიშვნები, რომლის აღმოსაფხვრელადაც აშშ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
"ამერიკის შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო დემოკრატიის განმსაზღვრელი ნაწილია. ამიტომაც, შტატებმა 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო და საქართველოს მთავრობასა და პარლამენტთან უფრო ძლიერი და პროფესიონალური სასამართლო სისტემის შესაქმნელად თანამშრომლობდა. ბოლო პერიოდში ჩვენ ვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორიცაა უფრო მეტად პროფესიონალი მოსამართლეები, ნაფიც მსაჯულთა სისტემის შემოღება, საქმეთა მართვის სიტემის დანერგვა და, ზოგადად, მოქალაქეების უკეთესი გამოცდილება სასამართლოსთან ურთიერთობაში.
ასევე მსურს აღვნიშნო სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც ვხედავთ როგორც წინგადადგმულ ნაბიჯს და თანამშრომლობისთვის კარგ საშუალებას. რა თქმა უნდა, პროგრესი კიდევ არის მისაღწევი, იმისათვის რომ შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელსაც ექნება თითოეული მოქალაქის სრული ნდობა და ამისათვის აშშ გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას და მის დახმარებას ამ საკითხში. გეტყვით, რომ პარლამენტმა შეიმუშავა შერჩევის პროცესი, რომელიც მანამდე არ იყო, ეს იყო მრავალეტაპიანი პროცესი. თუმცა ჩვენ გვქონდა გარკვეული შენიშვნები და იმისათვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან მომავალი მოსამართლეების შერჩევის პროცესში," - განაცხადა რუდმა.