საქალაქო სასამართლში 20 ივნისის აქციის დროს დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს - ბესიკ თამლიანს, ცოტნე სოსელიას, კახა კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს სამართალდამცავები ბრალს ჯგუფურ ძალადობაში სდებენ.
მას შემდეგ, რაც ზურაბ ბუდაღაშვილმა დაახლოებით 20 დღე გაატარა სამარტოო საკანში, მისი საკანი შეიცვალა, თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, არსებითად არაფერი შეცვლილა, ის კვლავ საკანში მარტო იმყოფება. ცვლილება მხოლოდ იმაში მდგომარეობა, რომ ხმაური შედარებით ნაკლებად აწუხებს. უფლებადამცველების თქმით, ბუდაღაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს და ამის მიუხედავად წნეხის ქვეშ იმყოფება.
"საკანი ასევე სამარტოოა. იმ საკანს, საიდან გადაყვანასაც ვითხოვდით რიგი მიზეზების და არაადამიანურ მდგომარეობაში ყოფნის გამო, ემიჯნება და ესაზღვრება, ისეთივე სამარტოოა, მიუხედავად იმისა, რომ 6 კაცის ადგილია. რისკი იმისა, რომ მას განუმეორდეს ფსიქიკური აშლილობა, რომ მან შესაძლოა, თავის დროზე განაცხადა, რომ თავს მოიკლავდა, რისკი ასეთი გადაწყვეტილების მიღებისა ყოფილი პაციენტების მიმართ ასეთ სტრესულ ვითარებაში ბევრად მეტია," - განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა.
ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობასთან დაკავშირებით დაკავებული ბესიკ თამლიანის დედაც საუბრობს. ის ამბობს, რომ მის შვილს სიმსივნური წარმონაქმნი განუვითარდა, გაუკეთდა ოპერაცია, თუმცა ოჯახის წევრების სურვილი იყო, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაეყვანათ რაც არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო პროცესზე ასევე საუბარი იყო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე. პროცესზე გამოიკითხა სასამართლო ექსპერტი, რომელმაც ბუდაღაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა. გაირკვა, რომ ოფიციალურად ის ითვლება შერაცხადად, თუმცა ოჯახის წევრების შეფასებით ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები კვლავ რჩება.
რაც შეეხება დანარჩენ მოწმეებს, დღეს პროკურატურამ კიდევ ერთი ადამიანი გამოკითხა, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლაში მონაწილეობდა და ის არის დაზარალებულად ცნობილი. თავად სამართალდამცავმა სასამართლო პროცესზე განაცადა, რომ ის ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის და სხვა პირების ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ადასტურებს.
ამ დროისთვის სასამართლო განხილვა არის დასრულებული და შემდგომი სხდომის თარიღი განისაზღვრა. ეს იქნება უკვე 20 დეკემბერი, 20 ივნისს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 15:00 საათზე განახლდება.