14 სექტემბერი 2026,   12:58
ვრცლად
"ამ ცხოვრების დედაც", "სისტემა კლავს", "პატარა ბარბარემ წერა არ იცოდა" - ზუგდიდში მერიის თანამშრომლებმა წარწერები წაშალეს

საპროტესტო წარწერები ზუგდიდში მერიის ააიპ-ის თანამშრომლებმა წაშალეს. სამოქალაქო აქტივისტებისა და ენმ-ის მხარდამჭერების მიერ დატოვებული ფრაზები ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე აღარ იკითხება.

როგორც "კურიერს" მერიის პრესსამსახურში უთხრეს, ააიპ "ზუგდიდასუფთავების ცენტრმა" საკუთარი უფლებამოსილების შესაბამისად იმოქმედა.

 მერიაში ლუკა სირაძის ტრაგედიასაც გამოეხმაურნენ და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს.

"დარწმუნებული ვართ, უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვისი დანაშაულის ჩადენის ფაქტსაც დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტირების სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება," - აცხადებენ  მერიაში. 

"ამ ცხოვრების დედაც", "სისტემა კლავს", "პატარა ბარბარემ წერა არ იცოდა", - ამ შინაარსის წარწერები ახალგაზრდებმა წუხელ სკეიტ პარკში, სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარედ, ასევე, ზუგდიდისა და სამხარეო პოლიციის  სამმართველოების შენობებთან დატოვეს.

დღის ამბები