14 სექტემბერი 2026,   12:58
ვრცლად
"ბოდიში ლუკა ვერ დაგიცავით" - მთავრობის ადმინისტრაციასთან დედების მდუმარე აქცია მიმდინარეობს

"ბოდიში ლუკა ვერ დაგიცავით" - მთავრობის ადმინისტრაციასთან დედების მდუმარე აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები  ტრაგიკულად დაღუპული 15 წლის მოზარდის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები სხვადასხვა წარწერით - "ლუკა ბოდიში ვერ დაგიცავით" , "სისტემა კლავს."

აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვიც შეკრეს და აცხადებენ, რომ აუცილებელია დამნაშავე პირების დასჯა. გარდა ამისა, მათ მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან სიმბოლურად შავი ლენტები გააკრეს. 

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსები და ის დედები, რომელთა შვილებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დააკავეს.

"15 წლის ბავშვი შეეწირა ამ სისტემას, ეს აპირველი არ არის. მაჩალიკაშვილის მძინარე ბავშვიც შეცდომით მოკლეს. ზაზა სარალიძის შვილიც შეეწირა. სისტემა კლავს," - აღნიშნა აქციის მონაწილემ.

"დავდგეთ ერთად რათა დავიცვათ ჩვენი და სხვისი შვილები. ჩვენ ვერ დავიცავით დემურ სტურუაც და ვერც თემირლან მაჩალიკაშვილი და დათუნა სარალიძე. ახლა მაინც ყველა დედა უნდა დადგეს სიცოცხლის ჯაჭვში," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები