18 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
გამომძიებელმა ლუკა სირაძეს გამოკითხვისას სხვა არასრულწლოვნები დაუპირისპირა - სახელმწიფო ინსპექტორი

დაარღვია თუ არა სკოლამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი? სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლებელში მისულ პოლიციას მასალები გამზადებული დაახვედრა.

მიმდინარე გამოძიების დეტალებზე ლონდა თოლორაიამ დღის ბოლოს ბრიფინგზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მოზარდის გამოკითხვა დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში 6 საათზე მეტხანს საერთო სივრცეში მიმდინარეობდა.

დასტურდება ისიც, რომ თუ ლუკა სირაძე ბრალს არ აღიარებდა, მარიანა ჩოლოიანი მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით დაემუქრა, ასევე გამომძიებელმა მოზარდს გამოკითხვისას დაუპირისპირა სხვა არასრულწლოვნები.

დღის ამბები