26 ივნისი 2024,   14:57
ვრცლად
ყველა კითხვას გამოძიება გასცემს პასუხს - თალაკვაძე ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმის შესახებ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმას გამოეხმაურა და მისი გამოჯანმრთელების იმედი გამოთქვა.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას გამოძიება გასცემს პასუხს. 

"მე იმედი მაქვს, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, რომლებმაც მართლაც ყველაფერი გააკეთეს გუშინ და მაღალპროფესიონალური დახმარება აღმოუჩინეს ბატონ ცოტნეს. იმედი მაქვს, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. რაც შეეხება გამოძიებას, ის დაწყებულია. იყო სწრაფი რეაგირება სამართალდამცველთა მხრიდან და როდესაც ყველა გარემოება იქნება შესწავლილი, გამოძიება გასცემს კითხვებს პასუხს,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. ცოტნე გამსახურდიას უკვე ჩაუტარეს ორი ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საქმეზე გამოძიება  განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები