ამ წუთებში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაური ცოტნე გამსახურდიას ცოლს ხვდებიან.
ისინი ხეჩინაშვილის კლინიკის ფოიეში იმყოფებიან, სადაც თავდასხმის შედეგად დაჭრილი ცოტნე გამსახურდია გუშინ მოათავსეს.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. ცოტნე გამსახურდიას უკვე ჩაუტარეს ორი ოპერაცია.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.