18 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
"სოლიდარობა ვაჟა ექიმს", "რუსეთი ოკუპანტია" - მოძრაობა "ხმის" წევრები საოკუპაციო ხაზისკენ მსვლელობას აწყობენ

სამოქალაქო მოძრაობა "ხმის" წარმომადგენლები სოფელ ლიადან ფახულანის ე.წ საოკუპაციო ხაზის მიმართულებით მსვლელობას აწყობენ.

ისინი ამ ფორმით რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთხელ აპროტესტებენ და ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა უცხადებენ.

ახალგაზრდები ე.წ. საზღვრამდე საქართველოს ეროვნული დროშებითა და ტრანსფარანტებით მიემართებიან, რომლებზეც წერია: "დიდება გმირებს", "სოლიდარობა ვაჟა ექიმს", "რუსეთი ოკუპანტია".

ავტორი:სალომე ფაცაცია

დღის ამბები