09 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაში დაადანაშულა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაში დასდო ბრალი. პაველ კლიმკინის თქმით, უკრაინაში სამხედრო მოქმედებებითა და ყირიმის ანექსიით, მოსკოვმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება დაარღვია.

ოფიციალური მოსკოვი თავის სამეზობლოში ბირთვული სახელმწიფოებისა და სარაკეტო სისტემების არსებობას ეწინააღმდეგება. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანატოლი ანტონოვის განცხადებით, მოსკოვს ახალი საფრთხეები არ სჭირდება. მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში ასევე დასძინა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომს საერთოდ არ აპირებს.

დღის ამბები