21 დეკემბერი 2024,   20:13
ვრცლად
საბერძნეთში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

ათენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ამბელოკიპის რაიონში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

31 დეკემბერს გვიან ღამით, საქართველოს 2 მოქალაქე ბინაში გაქურდვის მიზნით შეიპარა, თუმცა ისინი მეზობლებმა შეამჩნიეს, პოლიციას გამოუძახეს და თავადაც ქურდობის ადგილისკენ გაემართნენ. შეშინებულმა მძარცველებმა თავის დაღწევა გაქცევით სცადეს, ერთ-ერთმა მათგანმა შენობის შესასვლელში შუშა ჩაამტვრია რა დროსაც ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო. მძარცველებმა შენობის დატოვება შეძლეს, თუმცა 100 მეტრში ისინი პოლიციამ დააკავა. დაშავებული მძარცველი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მიღებული მძიმე დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღის ამბები