09 ოქტომბერი 2024,   01:12
ვრცლად
საშიში პიროტექნიკა - საახალწლო დღეებში დაზიანება 81-მა ადამიანმა მიიღო 

სახიფათო პიროტექნიკა ახალი წლის დღეებში თბილისის თითქმის ყველა უბანში იყიდება. სხეულის დაზიანების გახშირებული შემთხვევების გამო, ქუჩაში ნაყიდი პროდუქციისადმი მოსახლეობის ნდობა თანდათან იკლებს, მაგრამ მთავარ პრობლემად რჩება ის ფაქტი, რომ პიროტექნიკის შეძენა ყველა ასაკის ადამიანისთვისაა შესაძლებელი.

პიროტექნიკით სხეულის დაზიანების გახშირებულ შემთხვევებს მოვაჭრეები მომხმარებლების უყურადღებობას აბრალებენ. მათი თქმით, მოსახლეობა უსაფრთხოების ნორმებს არ იცავს და ხშირ შემთხვევაში, არც მოხმარების წესებს ეცნობიან.

საახალწლო დღეებში პიროტექნიკით დაზიანება სულ 81-მა ადამიანმა მიიღო. ამ დროისთვის, 7 მოზარდი იაშვილის კლინიკაში  მკურნალობის კურსს ისევ გადის. ერთ-ერთ მათგანს თითების ამპუტაცია დასჭირდა.

პიროტექნიკის არასწორი მოხმარების გამო, სხეულის მძიმე დაზიანებას გადაურჩა ცნობილი პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი. 

რეგულაციები პიროტექნიკის გაყიდვასა და მოხმარებასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ გამკაცრებულა. სპეციალისტების თქმით, უსაფრთხოების ნორმები საკმარისად დაცული არაა. პროდუქტის არასწორად მოხმარებამ კი შესაძლოა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვიოს.

დღის ამბები