წნორში დეიდის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 26 წლის ილია გურაშვილს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მარინე ცერცვაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. პროცესზე ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარემ მოსამართლეს კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მოთხოვნით მიმართა, გია ფარადაშვილმა განმარტა, რომ მისი დაცვიც ქვეშ მყოფი აღიერებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს რაც გასათვალისწინებელია. ამასთან, ის წარსულში ნასამართლევი არ არის.
სახელმწიფო ბრალდება ახალგაზრდა მამაკაცს დამამძიმებელ გარემოებაში ანგარებით განზრახ მკვლელობას ედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურაშვილმა საკუთარი დეიდა, 50 წლის ირინა ხაილოვა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირფასი ნივთები წაიღო.