18 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
ვიდრე მე პრეზიდენტი ვარ, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღის ფლობის საშუალება - დონალდ ტრამპი

აშშ - ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ  ირანის მხრიდან ამერიკის ბაზებზე თავდასხმის დროს არავინ დაღუპულა.

ამის შესახებ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

"რა პერიოდშიც მე პრეზიდენტი ვიქნები, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღის ფლობის საშუალება. ამერიკელი ხალხი მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოს. ამერიკელები არ დაზარალებულან გუშინდელი დღის შემდეგ. ჩვენმა სამხედრო ბაზებმა მინიმალური ზარალი განიცადა. ყველა მხარისთვის ძალიან კარგი შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა. არცერთი ამერიკელი და ერაყელი ჯარისკაცი არ დაღუპულა. ირანი გახლავთ ტერორიზმის წამყვანი ქვეყანა. გასულ კვირას, ჩვენ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით, რადგან ტერორიზმს არ შეეწირა ამერიკელი ხალხის სიცოცხლე. მე ნატოს მივმართავ თხოვნით, შუა აღმოსავლეთის პროცესებში უფრო მეტად იყოს ჩართული."

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სამხედრო ძალის გამოყენება არ სურს, თუმცა ერაყში სამხედრო ბაზებზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ თეირანს ახალ სანქციებს დაუწესებს. ამასთან, განაცხადა, რომ  სოლეიმანი თავად იყო პასუხისმგებელი საშინელ ძალადობაზე, მის მიერ ხდებოდა ბომბების განლაგება გზებზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

"ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა მოგვეხდინა სოლეიმანის ლიკვიდაცია და ეს იყო გზავნილი ყველა ტერორისტისთვის, რომ ისინი ვეღარ დაემუქრებიან ჩვენს მოქალაქეებს სიცოცხლის ხელყოფით. ამერიკა დაუყოვნებლივ შემოიღებს სანქციებს და ეს ყველაფერი ძალაში დარჩება მანამ, სანამ ირანი მსგავს ქმედებებს არ შეწყვეტს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ტერორიზმის მხარდაჭერა, ირანთან ისეთი გარიგება უნდა დაიდოს, რომელიც მსოფლიოს უკეთესს გახდის, ირანი შესაძლოა ძალიან კარგი ქვეყანა იყოს,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

დღის ამბები