19 აპრილი 2024,   06:57
ვრცლად
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე "მაკნატუნას" ჯადოსნური თავგადასავალი ბრუნდება

ამბავი კაკლის სატეხ უშნო თოჯინაზე, რომელსაც დროსელმაიერი მის პატარა ნათლულს მარის, საშობაოდ ჩუქნის, გოგონას თოჯინა თაგვების მეფის დამარცხებაშიც ეხმარება. მაკნატუნას ჯადო მოეხსნება და ის მომხიბვლელ უფლისწულად გადიქცევა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალ დადგმაში, მოქმედება საქართველოში ხდება, უფრო კონკრეტულად კი, დადიანების სასახლეში. 

პეტრე ჩაიკოვსკის მაკნატუნა, ოპერის თეატრში პირველად 1900 წელს დაიდგა. სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმებითა და სცენოგრაფიით დადგმულ ბალეტს ყოველთვის რეკორდული რაოდენობის მაყურებელი ჰყავდა. ასეა ახლაც, არაფერი უხდება ისე შობის და ახალი წლის დღესასწაულებს, როგორც მაკნატუნას ჯადოსნური სანახაობა. ახალი თანამედროვე ვერსიის კოსტიუმებზე ანა კალატოზიშვილმა იმუშავა, ბალეტის დეკორაცია კი დავით პოპიშვილს ეკუთვნის.

მაკნატუნას გაქართველების ამბავი, არც ისე შორს არის ჩაიკოვსკისგან. როგორც ამბობენ ჩაიკოვსკიმ თბილისში, მაკნატუნას მუსიკის ნაწილი მის უსაყვარლეს ქალაქში ყოფნისას დაწერა. უფრო მეტიც, ერთ–ერთი ნაწყვეტი, რომელსაც შემდგომში არაბული ცეკვა უწოდეს, საქართველოში მოსმენილი ქართლ–კახური იავნანაა.

მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორის თხოვნით, ჩაიკოვსკის ბალეტი მხიარული სპექტაკლი უნდა ყოფილიყო, მაკნატუნას ულამაზესი მუსიკა კომპოზიტორის ძალიან სევდიან ბავშვობას ასახავს.

უშნო კაკლის სატეხი თოჯინის თავგადასავალი - მაკნატუნას ჯადოსნური ამბის პრემიერა, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, 11 იანვარს შედგება.

დღის ამბები