10 სექტემბერი 2026,   23:00
ვრცლად
მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პოლიტიკური ტრიბუნა არ უნდა შეიქმნას - გიორგი მიქაუტაძე

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ ODIHR-ის კრიტიკა მოსალოდნელი იყო, რადგან პროცესი ამგვარი პროცედურებით პირველად წარიმართა. გიორგი მიქაუტაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის პოლიტიკურ ტრიბუნად გამოყენება არასწორია.

"ბუნებრივია, იყო შენიშვნები და ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან პროცესი პირველად წარიმართა ამგვარი პროცედურებით. საჭიროა, რომ ყველამ უფრო საქმიანი თვალით შეხედოს ამ პროცესს და მეტად მოინდომოს, რომ პროცესი კონსტრუქციული დარჩეს, საქმეზე ორიენტირებული იყოს შეკითხვები და არა პოლიტიკური ტრიბუნა შეიქმნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესიდან,"- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ ეუთო-ოდირის მეორე, კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები