18 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
"გაწონასწორებული ბიჭია, ძაღლს ასეირნებს ხოლმე..." - "ბასიანთან" 3 პირის დაჭრაზე დაკავებული პირის მეზობლები

39 წლის ბიძინა ჩაჩხიანი, რომელმაც კლუბ "ბასიანში" ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ადამიანი დაჭრა, დაკავებულია.

მეზობლები ჩაჩხიანს "კურიერთან" საუბრისას დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ ის გაწონასწორებული პიროვნებაა.

"ნორმალური ბიჭია, ძაღლს ასეირნებს ჩვეულებრივ... ადრე ნასამართლევი თუ იყო არ ვიცი. გაწონასწორებული ბიჭია... მეტი ახლო ურთიერთობა არ მაქვს," - განაცხადა ბრალდებულის მეზობელმა "კურიერთან" საუბრისას.

წინასწარი ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცს, ბიძინა ჩაჩხიანს, ერთ-ერთ თანამშრომელთან შელაპარაკების გამო დაცვამ კლუბის ტერიტორია დაატოვებინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის "ბასიანში" დაბრუნდა და იარაღიდან ცეცხლი გახსნა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი მოგვიანებით, საკუთარ სახლთან დააკავა. სამართალდამცველებმა იარაღი, 6 დანა და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დაჭრილები კლუბის თანამშროლები არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთი მათგანი დილით სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

 

დღის ამბები