13 სექტემბერი 2026,   16:04
ვრცლად
"სუხიშვილების" ახალმა თაობამ და "ანა-ბანამ" საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს

"ბავშვები ბავშვებისთვის" - საქველმოქმედო ღონისძიება ანსამბლ "სუხიშვილების" მომავალი თაობის წევრებმა და ანა-ბანელებმა გამართეს.

ღონისძიების მიზანი უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების მხარდაჭერაა. კონცერტზე შემოსული თანხა ჰოსპისის ანგარიშზე სრულად გადაირიცხა.

ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" მმართველი დირექტორი ნინო სუხიშვილი აღნიშნავს, რომ მოზარდებისთვის ქველმოქმედება მნიშვნელოვანია.

"პირველი ღონისძიებაა, როდესაც ჩვენი ბავშვთა ანსამბლი მონაწილეობს, რადგან ბავშვებმა ქველმოქმედება თავიდანვე უნდა იცოდნენ," - აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.

როგორც ბავშვთა ჰოსპის "ციცინათელების" ხელმძღვანელი მამუკა მახათაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ბავშვებმა ქველმოქმედება თავიდანვე ისწავლონ.

"ბავშვები ეხმარებიან ბავშვებს და თავიდანვე ეწევიან ქველმოქმედებას. სიკეთეს ეჩვევიან და ეხმარებიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია,"  - განაცხადა მამუკა მახათაძემ.

დღის ამბები