13 სექტემბერი 2026,   16:04
ვრცლად
კინოთეატრ "რუსთაველის" წინ მსახიობ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა

კინოთეატრ "რუსთაველის" წინ მსახიობ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა. ცნობილ მსახიობს დაბადებიდან 83 წელი შეუსრულდა.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე მსახიობის შემოქმედებითი საღამო "გრიბოედოვის" თეატრში გაიმართა.

1979 წელს არიადნა შენგელაიას საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. წლების განმავლობაში იგი "გრიბოედოვის" თეატრის მსახიობი და თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი იყო.

მსახიობი არიადნა შენგელაია ამბობს, რომ ქართველი ხალხის დაფასება მისთვის დიდი პატივია.

"დიდი მადლობა ყველას. ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემს საყვარელ ქვეყანაში ვარსკვლავი გამიხსნეს. ქართველი ხალხის დაფასება ჩემთვის პატივია. მინდა საქართველოს წინსვლა ვუსურვო," - აცხადებს არიადნა შენგელაია.

დღის ამბები