10 სექტემბერი 2026,   19:53
ვრცლად
გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს იწურება

რამდენიმე საათში საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე
განაცხადების მიღებას შეწყვეტს. მთავარი ბრალმდებლის პოსტზე პრეტენზიას ამ ეტაპზე 14 კანდიდატი გამოთქვამს. მათ შორის არის ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.
მისი კანდიდატურა ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე საპროკურორო საბჭოში "საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა" წარადგინა.

გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძემ საგამოძიებო უწყებიდან უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა.

დღის ამბები