10 სექტემბერი 2026,   23:02
ვრცლად
20-21 ივნისს საქმის დღევანდელ პროცესზე მოწმეებს მოუსმენენ - ბრალდებულები შიმშილობას განაგრძობენ 

 

დღეს, საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების მოსმენით განახლდება. საუბარია ბესიკ თამლიანზე, ზურაბ ბუდაღაშვილსა და კიდევ ორ პირზე.

უცნობია გაფორმდა თუ არა, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილთან საპროცესო შეთანხმება. პროკურატურა განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებს. ბრალდებულები კი, უკვე რამდენიმე დღეა, შიმშილობენ და ამბობენ, რომ მათი პატიმრობა უკანონოა.

ადვოკატი აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურია, ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს განაჩენი გასაჩივრდება.

"ბრალდების მხარე თავიანთ მოწმეებს წარმოგვიდგენს, რომლებიც პრინციპში ვერაფერს ადასტურებენ. ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია, თუ გამოვიყენებთ არაიურიდიულ ტერმინს შეკერილი საქმე შეგვიძლია მას ვუწოდოთ. თუ არ დადგება გამამართლებელი განაჩენი ამ შემთხევაში, ჩვენ საქმეს ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებთ," - განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა. 

დღის ამბები