21 დეკემბერი 2024,   18:52
ვრცლად
კანადაში თოვლის საფარი 80 სანტიმერს აღწევს

კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდს ძლიერმა ქარბუქმა გადაუარა, რასაც დიდთოვლობა მოჰყვა.

თოვლის სისქე 80 სანტიმეტრს აღწევს. ხელისუფლებამ სტიქიის გამო, კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ქალაქ სენტ ჯონსში დახურულია სკოლები და ბაღები. არ მუშაობს ბანკები და სახელმწიფო დაწესებულებები.

უამინდობის გამო, გაუქმდა ათობით ავიარეისი. ათასობით აბონენტს ელექტრო ენერგია არ აქვს.

დღის ამბები