21 დეკემბერი 2024,   18:43
ვრცლად
სარაკეტო იერიში იემენში სამხედრო ბაზაზე - გარდაიცვალა 80-ზე მეტი ჯარისკაცი

იემენში სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშს 80-ზე მეტი ჯარისკაცი ემსხვერპლა, დაშავებულია 50-მდე სამხედრო.

გავრცელებული ინფორმაციით, მარიბის რაიონში ყაზარმაზე თავდასხმა ამბოხებულმა ჰუსიტებმა განახორციელეს. თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

იემენში კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. ქვეყნის მთავრობას ირანის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებული ჰუსიტები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტში მალევე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ჩაერთო, რომელიც იემენის ხელისუფლებას ეხმარება.

დღის ამბები