21 დეკემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც "მიონის" შენობაში ხანძარს ემსხვერპლა

მამაკაცი, რომელიც "მიონის" ქარხნის შენობაში გაჩენილ ხანძრას ემსხვერპლა იდენტიფიცირებულია. 55 წლის მამაკაცი შენობაში ხატებისთვის ჩარჩოებს ამზადებდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. 

"ჩვენი იქ შესვლა შეუძლებელი იყო ძლიერი დაკვამლიანებისა და ნგრევის გამო. 55 წლის მამაკაცი ჩამოიყვანეს ქვემოთ, რომელიც იყო გარდაცვლილი, სახეზე ეტყობოდა ესკორაციები, თმა ჰქონდა შეტრუსული, სხეულს ეტყობა დამწვრობის კვალი,"- აცხადებს სასწრაფო დახმარების ექიმი ნაირი ქარქაშაძე.

"ადგილზე ოპერატიულად იყო მობილიზებული 7 სახანძრო-სამშველო ჯგუფი. მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ღია ცეცხლში შესვლა, სადაც აღმოჩენილი იყო ერთი გარდაცვლილი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია,"- განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.

"როგორც მეუღლე ამბობს, გარდაცვლილი დიდი დიღმის მაცხოვრებელია, ნათესავები ადგილზე არიან და ველოდებით იდენტიფიცირებას. რამდენი შპს იყო შენობაში, ეს კრიმინალისტების მუშაობის შემდეგ გაირკვევა,"- უთხრა ჟურნალისტებს თბილისის დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა. 

ამ დროისთვის ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის, 7 სახანძრო-სამშველო ბრიგადა მუშაობდა. 

 

დღის ამბები