21 დეკემბერი 2024,   18:40
ვრცლად
პოლიტიკური დიალოგის მეხუთე რაუნდი - ოპოზიცია და სახელისუფლებო გუნდი დათმობებზე არ მიდიან

4 თებერვალს პარლამენტი საგაზაფხულო სესიებს იწყებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდიდან განაახლებს ოპოზიცია საპროტესტო აქციებს. ლიდერები ახალ გეგმაზე მუშაობენ. დახურული კონსულტაციები პარტიებს შორის დაწყებულია. მანამდე კი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, მოლაპარკების კიდევ ერთი რაუნდი უნდა გაიმართოს. მხარეები დღეს მოლიოდინებზე სუბრობენ. არც ოპოზიცია და არც სახელისუფლებო გუნდი დათმობაზე არ მიდის. 

შეძლებს თუ არა ოპოზიცია და მმართველი გუნდი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შეთანხმების მიღწევს - 2020 წლის მთავარ პოლიტიკურ ინტრიგად რჩება. ქვეყნის საარჩევნო მომავალზე ოთხი უშედეგოდ დასრულებული აუდიენციის შემდეგ, პოლიტიკური სუბიექტები მზადებას ახალი მოლაპრაკებებისთვის იწყებენ. შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ ხელისუფლება, მათი ოპონენტები და დიპლომატიური კორპუსიის წარმომადგენლები მოლაპრაკების მაგიდასთან თვის ბოლოს დასხდებიან. 

ერთადერთი მიზნისთვის ოპოზიცია ბრძოლას აგრძელებს. მათთვის სამართლიანი საარჩევნო სისტემა პროპროციულ რეფორმასთან ასოცირდება. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა უცვლელია და ახლა პარტიები ხელისუფლებისგან შემხვედრ ნაბიჯს ელოდებიან. მმართველი გუნდის ბოლო შეთავაზება 100/50 - მანდატების გადანაწილების ახალი მოდელი ოპოზიციისათვის მიუღებელია. პარალელურად, ოპოზიცია აქციების განახლებასაც აანონსებს. 

გაერთიანებული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს კომპრომისზე წასვლა მოუწევს. პარტიების ლიდერები პირობას დებენ, რომ ხელისუფლებასთან დილოგში კონსტრუქციულები იქნებიან. ოპოზიცია უახლოეს პერიოდში ეუთო/ოდირის დასკვნასაც ელოდება, რომლის მიხედვითაც უნდა გაირკვეს ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება თუ არა.

მმართველი გუნდი კი ერთადერთ დათმობაზე მიდის, რომ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან 50-მდე შეამციროს. მათი შეთავაზება ოპოზიციისადმი უცველელია. "ქართული ოცნების" შეთავაზებულ მოდელში პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატთა რიცხვი ასამდე იზრდება, მაგრამ შერეული სისტემა არა მხოლოდ 2020 წელს არამედ 2024-შიც დარჩება.

პოლიტიკური დიალოგს ისევ დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომელთა ორგანიზებითაც შეხვდრები იმართება. მომდევნო რაუნდი სავარაუდოდ იანვრის ბოლოს გაიმართება. 

დღის ამბები