25 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
ვინ მიიტაცა სოფლის წყალი - ნინოწმინდაში ასობით ოჯახი უკვე 6 წელია წყლის გარეშეა

წყლის განაწილებით დაწყებული კონფლიქტი სოფელ გორელოვკაში დროებით ამოწურულია. ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ მიიღო პირობა, რომ ყველა მოსახლეს წყალი თანაბრად მიეწოდება. პრობლემის გადაჭრაში ადგილობრივებს სპეციალური ჯგუფი დაეხმარება, რომელიც შეზღუდავს წყლის მიწოდებას ყველა იმ მიმართულებით, რომელიც თვითნებურად იყო გაჭრილი.

ცენტრალრი მაგისტრალიდან წყლის მილის ჩაჭრის მომხრეა ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარეც. სწორედ სუმბატ კიურეღიანია პირი, რომლის გამოც სოფლის მოსახლეობას უკმაყოფილება ჰქონდა. ამის გამო კი თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელს სცემეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები პირობას დებენ, რომ მოსახლეობის პრობლემა მაქსიმაურად იქნება გათვალისწინებული.

დახურულ შეხვედრაზე წყლის გარდა ისაუბრეს საძოვრების პრობლემაზე, რომელიც ადგილობრივებს აქვთ. სოფლის მოსახლეობა ამ შემთხვევაშიც ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობენ, რომ ყველა ტერიტორია საჯარო მოხელეებმა მიისაკუთრეს. ამ შემთხვევაშიც დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის. 

ამ შეხვედრამდე იყო პროტესტი და აქცია სოფელ გორელოვკაში. აქციის მონაწილეებმა საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ერთი კონკრეტული სოფლის ასობით ოჯახი უკვე 6 წელია წყლის გარეშეა. პრობლემის მოსაგვარებლად თანხა სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოიყო, თუმცა წყალი ყოველგვარი შეფერხების გარეშე მხოლოდ 5 მსხვილ ფერმერს მიეწოდება, მათ შორის ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარეცაა. დაპირისპირება სოფელში იმდენად გამწვავდა, რომ ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივების ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფაქტს პოლიცია ძალადობის მუხლით იძიებს.

დღის ამბები