21 დეკემბერი 2024,   18:56
ვრცლად
ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მტკივნეული სიტყვიერი შეურაცხყოფაა - ავთანდილ ცინცაძე ლევან ხაბეიშვილის ინციდენტის პროვოცირებაში ადანაშაულებს

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, დაპირისპირებაში ერთ-ერთი უშუალო მონაწილე, უმრავლესობის დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე პირველ კომენტარს აკეთებს.

ცინცაძე მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებას ბოდიშს უხდის, ლევან ხაბეიშვილს კი ინციდენტის პროვოცირებაში ადანაშაულებს.

"შემიძლია ჩვენს საზოგადოებასთან ბოდიში მოვიხადო, მაგრამ რაც მან გააკეთა ეს ძალიან ცუდი ფაქტია. გამოდის და იძახის, რომ ამას ჩემი შვილები ტელევიზიით უყურებენო, ღმერთმა ძალიან კარგად უმყოფოს შვილები, მაგრამ ჩემი და ჩემი კოლეგების შვილებიც უყურებენ ტელევიზიით იმას, რომ გვლანძღავს. ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მტკივნეული სიტყვიერი შეურაცხყოფაა. რაც მოხდა იმიტომ არ მომხდარა, რომ ის დამლაგებლებს გამოესარჩლა. ეს მოხდა იმის გამო, რომ მან ტყუილზე აგებული სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა," - განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ავთანდილ ცინცაძემ.

აღსანიშნავია, რომ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ლევან ხაბეიშვილს ექსპერტიზა ჩაუტარდა. გუშინ მიყენებული ფიზიკური დაზიანებების შესწავლა ექსპერტებმა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.

დღის ამბები