21 დეკემბერი 2024,   18:56
ვრცლად
უკრაინული ბოინგის ჩამოგდებაში ბრალდებული ირანელი დაკავებულია

უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალდებული ირანელი დაკავებულია - ინფორმაციას ამის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფი ადასტურებს.

"32 წლის წინ, ამერიკელებმა ჩამოაგდეს ირანული თვითმფრინავი, მაგრამ ბოდიში ჩვენთვის არავის მოუხდია. ირანელი კი, რომელმაც უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო, ციხეშია," - აღნიშნა ზარიფმა.

ავიაკატასტროფას, რომელიც 8 იანვარს მოხდა, 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა აღიარა, რომ ავიალაინერი ჩამოაგდო, თუმცა მომხდარი შეცდომით ახსნა.

დღის ამბები