21 დეკემბერი 2024,   18:48
ვრცლად
მკვლელი ვირუსის ახალი მასშტაბები - საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა დისტანციური თერმომეტრით შემოწმდება დაიწყეს

კორონავირუსის შემთხვევა დღეს, მალაიზიაში, აშშ-სა და ავსტრალიაში დაფიქსირდა. 

თურქეთის აეროპორტიდან კი, ჩინეთის მოქალაქე უკან გააბრუნეს, რომელსაც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა. სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს თერმული კამერებით ამოწმებენ. ჩინეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მორიგ რეისს ელოდებოდნენ, თუმცა ფრენა გაუქმდა. მიზეზად კომპანია ჩინურ ახალ წელს ასახელებს და არა ვირუსის გავრცელებას.

ქალაქ ოხანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, "კურიერთან" ჩინეთში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. ქალაქში რომელიც ვირუსის გავრცელების წყაროა საქართველოს 3 მოქალაქე ცხოვრობს.

ნინო დავლიანიძის თქმით, ადგილზე დაიხურა ყველა დაწესებულება გარდა აფთიაქისა და ერთი სავაჭრო ცენტრისა, თუმცა უკვე მეორე დღეა მაღაზიაში პროდუქტისა და წლის დეფიციტია. დაკეტილია ქალაქის შესასვლელ-გამოსასვლელები. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ამ დროსთვის ჰუბეის პროვინციის 18 ქალაქში, კარანტინია გამოცხადებული, საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა ჰონგ-კონგში, სადაც სკოლებში სწავლა 17 თებერვლამდე გადაიდო.

კორონავირუსის აღმოსაჩენად სპეციალური მოწყობილობები მონტაჟდება საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. დაინფიცირებული ადამიანები გონებას პირდაპირ ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საავადმყოფოებში კარგავენ. სპეციალური ეკიპირებით გადაადგილდებიან მედიკოსები და სამაშველო სამსახური, რომელსაც დაავადებული პაციენტები საგანგებოდ მომზადებული მოწყობილობებით კლინიკებში გადაყავთ. ჩინეთში საქართველოს ელჩი მუდმივ კონტაქტზეა იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.

ეპიდემიის საქართველოში გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს. პრევენციულ ზომებს ჯანდაცვის სამინისტრო თბილისის აეროპორტში დღეიდან მიიღებს. დისტანციური თერმომეტრით შემოწმდება ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოფრინდება ქვეყნიდან, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მისი ჰოსპიტალიზირება აეროპორტიდანვე მოხდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტი არ გამოვლენილა, დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, სასწრაფო დახმარების ექიმებს შესაბამისი მითითებები უკვე მიცემული აქვთ, ეპიდემიოლოგები კი საქართველოში მცხოვრებ ჩინეთის მოქალაქეებს შეხვდებიან.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ლეტალური ვირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ექიმი, რომელიც ვირუსის გავრცელების დღიდან დაინფიცერბულებს მკურნალობდა, დაავადება ლაბორატორიულად უკვე დაუდასტურდა 1300 ადამიანს. ვირუსმა ევროპაშიც ჩააღწია, სამი შემთხვევა გამოვლინდა საფრანგეთში. ასევე ორი დაინფიცირებული დაარეგისტრირეს აშშ-შიც. დღესვე, თურქეთის აეროპორტიდან გააბრუნეს ჩინეთის მოქალაქე რომელსაც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა. ასევე კლინიკაშია გადაყვანილი რუსეთში მყოფი ჩინეთის მოქალაქე.

დღის ამბები