21 დეკემბერი 2024,   18:42
ვრცლად
გიგი წერეთელი ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებისკენ მოუწოდებს

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი ამერიკელი სენატორის როჯერ ვიკერის წერილს გამოეხმაურა.

წერეთელი ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

გიგი წერეთლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული გზავნილები ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება საშიშ ზღვარს მიუახლოვდა და აუცილებელია ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს.

"როდესაც გავლენიანი სენატორი ამბობს, რომ თუ არ იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება და არ იქნება გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, მაშინ შესაძლებელია, მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობა საფრთხის ქვეშ დადგეს, ეს არის მართლაც ძალიან შემაშფოთებელი განცხადება.

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ჯერ კიდევ გარკვეული დრო არსებობს და არსებობს ოპოზიციაშიც გარკვეული მზადყოფნა იმისთვის, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად იყოს მოლაპარაკება," - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დღის ამბები