21 დეკემბერი 2024,   18:47
ვრცლად
"როცა სასულიერო პირი შეუფერებლად იქცევა, შეუჩერებენ ხოლმე დროებით... რომ გამოფხიზლდეს" - მეუფე ნიკოლოზი მამა ანდრია სარიაზე

ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს ეხმაურება.

მეუფე ნიკოლოზს მიაჩნია, რომ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების თაობაზე საპატრიარქოს გადაწყვეტილება სამართლიანია.

"აქამდე რომ არ შეუჩერდა, ის არის გასაკვირი. იმიტომ რომ ისე ლაპარაკობს, ისე იქცევა, არ არის შესაფერისი სასულიერო პირისთვის ასეთი ქცევა. პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ შეუჩეროს. და თუ გონს მოეგება და შემდეგ აღარ მოიქცევა ისე, როგორც იქცევა, ეს არ არის სასულიერო პირის შესაფერისი ქცევა. როცა სასულიერო პირი შეუფერებლად იქცევა, შეუჩერებენ ხოლმე დროებით, რომ გამოფხიზლდეს,“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი). 

 

დღის ამბები