21 დეკემბერი 2024,   18:39
ვრცლად
საქართველოს მთავრობა ძველბიჭურ დაპირისპირებაში შევიდა ამერიკის კონგრესთან - გიგი უგულავა

"საქართველოს მთავრობა თავისი საელჩოთი ოფიციალურად შევიდა ძველბიჭურ დაპირისპირებაში ამერიკის კონგრესთან და სენატთან," - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა  მმართველი გუნდის შეფასებებს ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების კრიტიკულ წერილებზე.

"ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სრულიად არაადეკვატურია "ქართული ოცნება." საერთოდ განზომილებასაც ვერ ხვდება, რამხელა პრობლემაში შეყო თავი, როდესაც ამერიკის კონგრესთან ძველბიჭურ დაპირისპირებაში შევიდა," - აცხადებს გიგი უგულავა.

"კონგრესი, ადმინისტრაციაც და ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას თვისობრივად სხვა ხარისხში. შესაბამისად, ცუდი ხელისუფლება, რომელიც არ იმსახურებს საქართველოს მოსახლეობის ნდობას, კრიტიკის ადრესატი ხდება. მე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არ ვურჩევდი ცინიკურ განცხადებებს," - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები