18 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
"ვისაუბრებ სახალხო დამცველის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე" - ნინო ლომჯარია დუნია მიატოვიჩს ხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ხვდება.

ნინო ლომჯარიამ მედიასთან კომენტარი შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა და განაცხადა, რომ დუნია მიატოვიჩთან სახალხო დამცველის ინსტიტუტზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრებს.

გარდა ამისა, ომბუდსმენი ადამიანის უფლებათა კომისარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე და ამ მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე მიაწვდის ინფორმაციას.

"ბოლო დროს სახალხო დამცველის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე ვისაუბრებ აუცილებლად და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ადამიანის უფლებები არის დარღვეული," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები