21 დეკემბერი 2024,   18:54
ვრცლად
მწვავე კითხვებზე მწვავე პასუხების გაცემის არასდროს შეგვშინებია - პრემიერი კონგრესმენების კრიტიკაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების განცხადებების გარშემო პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს. პრემიერი აცხადებს, რომ თბილისი მზად არის, ნებისმიერ მწვავე კითხვას პასუხი გასცეს. გიორგი გახარია იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც ქართულმა მხარემ წერილების შემდეგ, ამჯერად კონგრესის დარბაზიდან მიიღო.

"რაც შეეხება კონგრესმენებს - ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: მე ვთვლი, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის რა სახის მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამ კითხვებზე დავსხდეთ და ვისაუბროთ. ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და განვითარება შეუქცევადია. შეიძლება, ჩვენს კოლეგებს გარკვეული კითხვის ნიშნები აქვთ. გარწმუნებთ, რომ არასდროს შეგვშინებია მწვავე შეკითხვების, არც მწვავე პასუხების გაცემის არ შეგვშინებია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ემოციის გარეშე.

საქართველოს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები იზრდება, ქვეყანას აქვს სტრუქტურული რეფორმების მთელი რიგი გეგმა, რომელთა შესახებაც დღეს დონორებთან ვისაუბრეთ. ხომ გესმით, დონორთა კონფერენცია და ფორუმი რას ნიშნავს? ის სტრუქტურული რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ტარდება, მათი მხარდაჭერით უნდა ჩატარდეს, როგორც ფინანსური, ასევე სხვა სახის. შესაბამისად, ჩვენ გვესმის ეს ჟრიამული, რომელიც მოეწყო ამ წერილებთან დაკავშირებით, გასაგებია, არის პოლიტიკური კონტექსტი და, რა თქმა უნდა, საარჩევნო ციკლიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ კონტექსტში გამოიყენებს ამ წერილებს,"- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ კომპანია "ფრონტერასთან" დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და ამერიკულ კომპანიას "არაკეთილსინდისიერი" უწოდა. 

"ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის ინტერესიდან გამომდინარეობს ეს პასუხი. ჩვეულებრივი, ლობისტური ინტერესია და ამას, სხვათაშორის, იმედი მაქვს, სულ მალე, როდესაც შესაბამისი პროცედურები დასრულდება, სტოკჰოლმის არბიტრაჟი დაადასტუურებს, ან იქით, ან აქეთ, ყველა გაიგებთ ამას,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები