21 დეკემბერი 2024,   18:53
ვრცლად
"აქამდე ვიცდიდით, მაგრამ დღეიდან ვიმოქმედებთ" - ერდოღანი რუსეთს და სირიას აკრიტიკებს

თურქეთის პრეზიდენტი რუსეთსა და სირიას აკრიტიკებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მოსკოვისა და დამასკოს ერთობლივი სამხედრო ოპერაცია სირიელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული, რუსეთი კი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.

"აქამდე ვიცდიდით, მაგრამ დღეიდან ვიმოქმედებთ. ეს მუქარა არაა. ველით, რომ რუსეთი რეჟიმს სათანადო გაფრთხილებას მისცემს“, - განაცხადა ერდოღანმა.

სირიაში ასადის სამხედრო ძალებმა, რუსეთის მხარდაჭერით, ამობოხებულების მიერ კონტროლირებადი კიდევ ერთი ქალაქი დაიკავეს. ასადის მთავრობამ ალეპოსა და იდლიბიში სამხედრო მოქმედებები რამდენიმე კვირის წინ განაახლა. იდლიბის პროვინცია სირიის ერთადერთი ტერიტორიაა, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ.

რეგიონი 400 ათასზე მეტმა სირიელმა უკვე დატოვა.

დღის ამბები