თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულება 2020 წელს სრულად შეასრულოს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაათვალიერა. 2020 წლის ბოლოს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში და გორში, ბინას 667 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, რითიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს.
"ყველა სამხედროს, ვის მიმართაც გვაქვს ვალდებულება აღებული, ყველას გადაეცემა ბინები წლის ბოლომდე. გაზაფხულზე ვგეგმავთ დაანონსებული მახათას სამხედრო ქალაქის მშენებლობის დაწყებას, გვაქვს კიდევ ერთი ამბიციური პროექტი - სამხედრო ცენტრების მშენებლობა ყველა მუნიციპალიტეტში, 70-მდე ასეთი ცენტრი აშენდება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.