26 აპრილი 2024,   09:32
ვრცლად
"გერმანული მოდელი" ოდირის რეკომენდაციის მე-13 მუხლის მოთხოვნებს სრულად პასუხობს - გიგა ბოკერია 

პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ეუთო/ოდირის რეკომენდაციის მე-13 მუხლთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს უპასუხა.

ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებისთვის შეთავაზებული "გერმანული მოდელი" სრულად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ოდირის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტის მე-13 მუხლშია მითითებული. 

"ზუსტად ის მოდელი, რომელიც ოპოზიციამ შესთავაზა ხელისუფლებას, კონსტიტუციასთან ადაპტირებული გერმანული მოდელი, ორივე ამოცანას პასუხობს - მაჟორიტარებიც არსებობენ, მაგრამ ჯამურად რაოდენობა ითვლება პროპორციულად. ანუ, ეს მე-13 მუხლი ზუსტად შეესაბამება იმ შემოთავაზებას, რაც ჩვენ გავუკეთეთ ხელისუფლებას, როგორც კომპრომისი ამ ვითარებიდან და რაზეც არის ეს რეკომენდაცია დაწერილი, ორივე ამოცანა მიღწეულია,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის რეკომენდაციული დოკუმენტის მე-13 მუხლზე მმართველი გუნდიდან ყურადღება  დიმიტრი ხუნდაძემ გაამახვილა.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები