თბილისის მერიასთან "ანას ბაღის" გადასარჩენად აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.
ადგილობრივები თბილისის მერიასთან ყვითელი ბარათებით და პლაკატებით მოვიდნენ.
აქციის ორგანიზატორები მერიაში შევიდნენ, სადაც ადმინისტრაციული საჩივარი - "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერებისა და სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობის საკითხები განიხილება. მერიის მხრიდან სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, ადგილობრივები სასამართლოს მიმართავენ.
მოსახლეობის მოთხოვნა უცვლელია - შეწყდეს ვარკეთილში დაგეგმილი ახალი კორპუსის მშენებლობა და შენარჩუნდეს სკვერი, სადაც დღის მანძილზე ბავშვები ერთობიან.