14 სექტემბერი 2026,   13:51
ვრცლად
ქუთაისში ბუნებრივი აირის შეწყვეტამ ელექტროენერგიის გარკვეული შეფერხება გამოიწვია

ქუთაისში ბუნებრივი აირის შეწყვეტამ ელექტროენერგიაზე მოხმარება 30%-ით გაზარდა, რამაც გარკვეული შეფერხება გამოიწვია.

ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური ქუთაისში საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. კომპანიის ინფორმაციით, ქალაქში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, თუმცა ამ დრომდე, ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური წყვეტა ან ავარია არ მომხდარა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მოხმარების უეცარმა ზრდამ ტექნიკური პრობლემები მხოლოდ ლოკალურად გამოიწვია.

რაც შეეხება იმერეთს, ძირითადად პრობლემები მაღალმთიან სოფლებშია, თუმცა რეგიონში მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.

დღის ამბები