ანა დოლიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი სოლიდარობას უცხადებს სასწავლო დაწესებულებიდან გათავისუფლებულ ანა ბახტაძეს, რომელსაც დაწინაურების მოთხოვნის შემდეგ უნივერსიტეტი დაატოვებინეს.
ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უმაღლესი განათლება დღეს სავალალო მდგომარეობაშია.
"სამწუხაროდ ჩვენი განათლების სისტემა და უმაღლესი განათლება დღეს არის სრულიად მაჩანჩალა მდგომარეობაში. არც ერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიო 1 000-ს უნივერსიტეტში არ ხვდება. ეს იმის ბრალია, რომ უნივერსიტეტში გამეფებულია ჭაობი და ისეთივე კლანები, რომლებიც გამეფებულია სასამართლოში, რომელსაც მე ვებრძოდი," - აცხადებს ანა დოლიძე.
ყოფილი ლექტორი სასამართლოს მიმართავს. ნათია ბახტაძის თქმით, მას გათავისუფლების ბრძანება ან დასაბუთება იმისა, თუ რატომ გაათავისუფლეს დღემდე არ მიუღია.
"დღემდე არ მაქვს საერთოდ არც დასაბუთება, არც ბრძანება გათავისუფლების. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გავჩერდებით, აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას. ვიცით, რომ კლანური მმართველობა ყველგან არის, ამაში ყვება განათლებაც და სასამართლოც. ჩვენი საბრძოლო საკითხია აკადემიური კორუფცია. ამას ჩვენ დღეს, აი ამ პროცესით, აი ამ განაცხადებით ვიწყებთ," - აცხადებს ფილოსოფოსი ნათია ბახტაძე.