19 აპრილი 2024,   09:46
ვრცლად
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დღეს იმსჯელებს. 2019 წლის 30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერია მუსლიმთა დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

ბათუმის მერიამ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

მუსლიმთა თემის უფლებებს სასამართლოში "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" და "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" იცავს.

"მხარეები წარმოადგენენ მათ მოსაზრებებს. უნდა ითქვას, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნა მუსლიმი თემის ისტორიული მოთხოვნაა. სხვადასხვა ხელისუფლების დროს აყენებდნენ ამ მოთხოვნას, თუმცა არცერთ ხელისუფლებას ეყო პოლიტიკური გამბედაობა ამ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტის შესახებ," - აღნიშნა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ.

დღის ამბები