27 აპრილი 2024,   08:27
ვრცლად
ქართველი მეზღვაურები ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან

ქართველი მეზღვაურები ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან. უცნობი რჩება მეკობრეების მოთხოვნები. ისინი კონტაქტზე კვლავ არ გამოსულან.

შემთხვევა აფრიკაში ქალაქ ლაგოსთან, 20 თებერვალს მოხდა. მეკობრეებმა 24 კაციანი ეკიპაჟის 10 წევრი გაიტაცეს.

მათ შორის 4 საქართველოს მოქალაქეა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათ აქტიური კონტაქტი აქვს გემთმფლობელ კომპანიასთან.

სააგენტოში ამტკიცებენ იმასაც, რომ ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები