თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდების მიერ წარმოდგენილ მოწმეებს ინფორმაცია მომხდარის შესახებ არ გააჩნიათ. უფლებადამცველ ვახტანგ იაშვილის თქმით, მმართველ გუნდს სურს შექმნას სურათი, თითქოს 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულებს პარლამენტის შენობის შტურმით აღება სურდათ.
"ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მათ კრიტიკულ დაკითხვაში, რომელიც ძალიან ხშირად სასაცილო ხდება, სატირალი რომ არ იყოს იმიტომ, რომ ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების არსებობას და მით უფრო იმ სურათს, რომლის შექმნის სურვილი აქვს მთავრობას პირველი დღიდანვე, კერძოდ გახარიას, თითქოს ვინმეს ხელმძღვანელობით, პოლიტიკოსების ხელმძღვანელობით, პარლამენტის შტურმით აღების სურვილი ჰქონდათ, "- აცხადებს ადვოკატი ვახტანგ იაშვილი.