18 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცება ჟენევის ფორმატში განიხილება - ზალკალიანი

სოფელ აძვიდან, ოკუპანტების მიერ საქართელოს მოქალაქის გატაცება ჟენევის ფორმატში იქნება განხილული. ამის შესახებ საქართელოს საგარეო სქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

"ცხელი ხაზი ამოქმედებულია და ამ შემთხვევაში ჩვენ, როგორც მივმართავთ ხოლმე მსგავს შემთხვევას, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში იქნება და უახლოეს ჟენევის შეხედრაზე ყველა შემთხვევა იქნება გნხილული. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება მისი გათავისუფლება,"-განაცხადა ზალკალიანმა. 

გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, ოკუპანტებმა სოფელ აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიშვილი დღეს გაიტაცეს. 

როგორც გატაცებულის მეუღლე ჰყვება, ის საკუთარი ეზოდან უყურებდა, როგორ აგროვებდა ელდარ გუნდიშვილი შეშას. მოგვიანებით კი დაინახა რომ მას ოკუპანტები თავს დაესხნენ და წაიყვანეს.

ოჯახი ხელისუფლების დახმარებას ითხოვს. ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და არ იციან, სად იშოვონ ჯარიმის თანხა, რომელსაც, სავარაუდოდ, ცხინვალის სასამართლო ელდარ გუნდიშვილს დააკისრებს.

დღის ამბები