ბორჯომის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წაუყენეს. მერის, ლევან ლიპარტიას სასამართლო პროცესი დღეს 16:00 საათზე დაიწყება და სასამართლო აღმკვეთ ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. საკრებულოს თავმჯდომარის პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა მისმა ადვოკატმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
"ვითხოვთ, რომ აღმკვეთი ღონისძიების სახით იქნეს პატიმრობა გამოყენებული, რადგან ამის დასაბუთებული სტანდარტი არსებობს. გიორგი გოგიჩაიშვილმა დახმარების სანაცვლოდ მოითხოვა 200 ათასი ლარი, საიდანაც 20 ათასი ლარი წინასწარ აიღო. რაც შეეხება ლევან ლიპარტიას, მან აღუთქვა დახმარება, რომ დაფარავდა უკანონოს მშენებლობას კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე," - განაცხადა პროკურორმა.
ბორჯომის მერის უფლებადამცველის განცხადებით, ჯერ საქმის მასალებს არ გასცნობია.
"ჩვენ გავეცნობით საქმის მასალებს და საზოგადოებისთვის ამის შემდეგ გახდება ცნობილი ჩვენი სამართლებლივი შეხედულება," - განაცხადა ლევან ლიპარტიას ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე რამდენიმე დღის წინ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.