მსხვერპლით დასრულდა ავარია ფოთში. ქალაქის შესასვლელში, კოკაიას ხეივნის მე-7 კილომეტრზე, მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიებასისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.