18 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, დუშეთში 34 წლის მამაკაცი დააკავეს

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, დუშეთში 34 წლის მამაკაცი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლეს - 1992 წელს დაბადებულ ლ.ო.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები