10 სექტემბერი 2026,   19:52
ვრცლად
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია.

ღამით ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 60-მდე მეხანძრე მაშველი. ქრობის სამუშაოები დღეს დილიდან განახლდება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება.

"დავინახე ცეცხლის კერა. მიუდგომელი ადგილებია. გზა არ არის, რომ სახანძრო მივიდეს. ნაძვები სადაც იყო, გადარჩა. ვიღაცამ შეიძლება სიგარეტი გადაადგო," - განაცხადა ადგილობრივმა კობა მდინარაძემ.

დღის ამბები