10 სექტემბერი 2026,   19:51
ვრცლად
ქუთაისში გაუჩინარებული ტურისტის მეგობარი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

ქუთაისში გაუჩინარებული ტურისტის მეგობარი პოლიციაში იმყოფება.

როგორც მან განმარტა, გამოძიებას მომხდარის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, მეგობარი ორი დღის წინ გაუჩინარდა და მას ამ დრომდე ეძებენ.

დღეს პოლიციასთან ერთად აპირებენ მივიდნენ იმ ადგილებზე, სადაც მეგობართან ერთად ბოლოს  იმყოფებოდა. დღესვე, ქუთაისში ჩამოვლენ დაკარგული ბიჭის მშობლები.

ახალგაზრდები სასტუმროში ორი დღით იმყოფებოდნენ. სასტუმრო "სტარ ჰოტელის" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ტურისტები მათთან 7 მარტს შევიდნენ, საღამოს კი, ერთ-ერთი მათგანი გაუჩინარდა, რის შესახებაც პოლიციას აცნობეს.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰოლანდიელ ტურისტებს სასტუმროში ირანელ ტურისტთან ქონდათ კონტაქტი და მცირედი უკმაყოფილება. ირანელთან კონფლიქტს არ ადასტურებს დაკარგული ბიჭის მეგობარი და ამბობს, რომ მასთან კონფლიქტი არ ჰქონიათ და არც ეჭვი აქვს მის მიმართ.

დღის ამბები