18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ბესიკ თამლიანის ადვოკატი პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბესიკ თამლიანის ადვოკატის, თქმით, სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს და პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს, რადგან ბრალდების მოწმეთა გამოკითხვა დასრულებულია და ის მათზე გავლენას ვეღარ მოახდენს. 

"აუცილებლად დავაყენებ შუამდგომლობას მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, რადგან ყველა საფუძველი არსებობს, რომ პატიმრობა შეიცვალოს ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებით, გირაოთი. მოიტანეს ფარები, გამოვიკვლევთ და ამით მტკიცებულებათა გამოკვლევა სრულდება. პროკურატურამ, ფაქტობრივად, დაასრულა ბრალდების მოწმეთა დაკითხვა, რაც აჩენს იმის საფუძველს, რომ პატიმრობა შეიცვალოს, რადგან ბრალდებული ვეღარ მოახდენს მოწმეებზე ზეწოლას,"- განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

პროცესს ესწრებოდა ბრალდებულის, ბესიკ თამლიანის დედაც. მისი თქმით, პროკურორი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. 

დღის ამბები